პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში თანადაფინანსება  განისაზღვრება მაქსიმუმ 50% და არაუმეტეს  15,000 ლარით.  დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
  • მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 5,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის დასერტიფიცირების, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 20,000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არა უმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10,000 ლარისა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 8,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 4,000 ლარით.
  • ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს  15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
  • ბრენდირების შექმნასთან დაკავშირებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 20,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
  • აღჭურვილობის შეძენა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით; 
  • მართვის საკონსულტაციო მომსახურება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით.
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 750 ლარით.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს 

  • ფლობდეს სააგენტოსთან გაფორმებულ თანადაფინასების ხელშეკრულებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა);
  • რეგისტრირებული იყოს “ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის” რეესტრში

სიახლეები

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი  დანერგა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე...