საერთაშორისო გამოფენა - Paris International Agricultural Show (SIA) 2027

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათიდან 2026 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით

 

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 

 

2027 წლის  27 თებერვალიდან 7 მარტის ჩათვლით ქალაქ პარიზში, საფრანგეთში, გაიმართება  საერთაშორისო გამოფენა "Paris International Agricultural Show (SIA) 2027.

გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა  1,100-ზე მეტი გამომფენი კომპანია 28 ქვეყნიდან"Paris International Agricultural Show (SIA) 2027" წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით. 

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ან/და რეალიზაციას უწევენ საკვებ, სასმელ ან გამოფენის შინაარსის შესაბამის სხვა პროდუქციას.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე:  https://exposants.salon-agriculture.com/en/exhibiting/exhibition-sectors

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

  • წარმოებული  და/ან სარეალიზაციო პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
  • წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
  • არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
  • არ უნდა გქონდეთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).

შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:

ინდიკატორი ქულა
1.      საწარმოს გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა  
1.1    საწარმო (0 ლარიდან - 500,000 ლარამდე) 1
1.2   საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) 2
1.3   საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე)  1.5
1.4   საწარმო (20,000,000 ლარიდან  და მეტი) 0.5
2.    აქვს შესაბამისი  სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი ან/და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, მათ შორის მოვაჭრე სუბიექტის შემთხვევაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის მწარმოებელს აქვს შესაბამისი  სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი ან/და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი. ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში, ასევე დასაშვებია  სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული VI-1 ფორმის ან შესაბამისობის სერტიფიკატი. 2.5
3.     სააგენტოში განაცხადის წარმოდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში  აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული  2


გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და ატვირთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორივე მხარის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);
  • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მოვაჭრე სუბიექტის შემთხვევაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის მწარმოებლის შესაბამისი  სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი ან/და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების შემთხვევაში, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული VI-1 ფორმის ან შესაბამისობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მოვაჭრე სუბიექტის შემთხვევაში, სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული VI-1 ფორმის ან შესაბამისობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სააგენტოში განაცხადის წარმოდგენამდე 3 წლის განმავლობაში გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით (მოვაჭრე სუბიექტის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.5 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. 

შენიშვნა: 

  • იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული გამოფენის ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ დადებითი/დამტკიცებული განაცხადების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდება, მოცემულ გამოფენაში სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პოტენციური ბენეფიციარების  რაოდენობაზე,  მონაწილეობის უფლება მიეცემათ ისეთ კომპანიებსაც, რომლებმაც პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარმოადგინეს სრულად, მაგრამ ვერ დააგროვეს  პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ქულები.
  • განაცხადების შერჩევისას  პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებმაც დააგროვეს მაქსიმალური ქულა, ხოლო თუ განაცხადებს აქვთ თანაბარი ქულა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სააგენტოში განაცხადის შემოსვლის თარიღი. 
  • პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. 
  • გამოფენის სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს განსაზღვრული წონის ნიმუშების ტრანსპორტირებას. აღნიშნული პირობებისა და დასაშვები რაოდენობების შესახებ მონაწილეები ინფორმირებულნი იქნებიან შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ. ამასთანავე, სააგენტო არ უზრუნველყოფს მალფუჭებადი პროდუქციის ნიმუშების, მათ შორის ახალი ხილისა და ხორცპროდუქტების ტრანსპორტირებას.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა