პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მერძევეობის დარგის ხელშეწყობის სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსება, საიდანაც ამ პროგრამის მიზნებისთვის საშუალო ზომის (1-10 ტონა რძის გადამუშავება ყოველდღიურად) რძის გადამამუშავებელ საწარმოს და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარებს განაცხადთან ერთად მოეთხოვებათ ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. სხვა დანარჩენ მიმართულებებს მოეთხოვებათ ბიზნეს მოდელის წარმოდგენა.

პროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილეობის მსურველის განაცხადების, ბიზნეს მოდელის, ბიზნეს გეგმის და ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (გარდა საექსპერტო/საშემფასებლო/აუდიტორული დასკვნის ორიგინალი დოკუმენტისა) წარმოდგენა ხორციელდება ელექტრონულად სააგენტოს  ვებგვერდზე.

განაცხადის შესავსებად პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე.

ვებგვერდზე რეგისტრაცია

 

განაცხადის შევსება და განხილვა

 

განაცხადის შესავსებად პროგრამაში მონაწილეობის მსურველი:

  • შედის ვებგვერდის საკუთარი მართვის პანელში;
  • აჭერს ღილაკს „განაცხადის დამატება“;
  • ირჩევს - „ფიზიკური პირი“/ „იურიდიული პირი“);
  • ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას (ფიზიკური პირი -  იურიდიული პირი );
  • ავსებს განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;
  • ღილაკზე დაჭერით ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან დაბრუნების საფუძველი;
  • განაცხადის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდგომ ვებგვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ - „ვეთანხმები“.
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
  • განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება დაუშვებელია.

თუ პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი განაცხადი შეესაბამება პროგრამის პირობებს, განაცხადი გადადის ბიზნეს გეგმის/ბიზნეს მოდელის შედგენის ეტაპზე. ამის შესახებ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მიიღებს შეტყობინებას სისტემაში ან/და ელ. ფოსტით.

 

ბიზნეს მოდელის/გეგმის წარდგენა და თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება

 

განაცხადის სტატუსის ცვლილებიდან 120 დღის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი (რძის შემგროვებელი პუნქტი და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმო), ვალდებულია ატვირთოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატის ბიზნეს გეგმა და დაფინანსების დამატებითი წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ბიზნეს გეგმის ფორმა, ფინანსური უწყისები და ცხრილები ) პროექტების ბიზნეს გეგმით შემთხვევაში;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განაცხადის სტატუსის ცვლილებიდან 30 დღის განმავლობაში სისტემაში შეავსოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატის ბიზნეს მოდელი (მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება, მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმო, რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე, რძის პირველადი წარმოება)  და  დაფინანსების დამატებითი წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (ბიზნეს მოდელის ფორმა, პროექტების შეფასების კრიტერიუმები) პროექტების ბიზნეს მოდელით შემთხვევაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი  წარმოდგენილს ბიზნეს გეგმას/ბიზნეს მოდელს განიხილავს თანადაფინანსების კომიტეტი. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები, (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა) მათ შორის საგრანტო კომიტეტის ან/და სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მონაწილეობის მსურველი, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სისტემაში ატვირთავს ხელშ ეკრულების გასაფორმებლად აუცილებელ დოკუმენტაციას, მასთან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...