პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:

  • რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება, ასევე მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე, იმ პირობით რომ მზის პანელების შეძენა/მონტაჟის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს);
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება-ვეტერინარული საქმიანობისა  და ხელოვნური განაყოფიერებისთვის  საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის შეძენა;
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  მაცხოვრებელი) - არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;

პროგრამის ფარგლებში, არსებული ბიზნეს საქმიანობის დაფინანსება მოხდება შემდეგი მიმართულებებით:

  • რძის შემგროვებელი პუნქტი - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება; სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა.
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო (საშუალო ზომის) - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა.
  • რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე-მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება, ასევე მობილური მზის ელექტრო სადგურის მოწყობა (აუცილებელი პირობაა იქნება მზის პანელების მონტაჟი განხორციელდეს საზაფხულო საძოვრებზე).
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო (მცირე  ზომის) - მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა.

             

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი 


„ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის“ (არაუმეტეს 100 კვადრატული მეტრის სათბურის მოწყობა) მიზნობრიობის შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან:
სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.

რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტის შემთხვევაში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება  საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა რეგიონი.

რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია შემდეგ რეგიონებში:ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი,გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

როგრამის ფარგლებში შექმნილი/მოდერნიზებული/გაფართოებული ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს ფერმის სტანდარტს და ძირითად კრიტერიუმებს. 

პროგრამის  მონაწილე

პროგრამის მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის მონაწილეს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

უძრავი ქონება, სადაც უნდა განხორციელდეს განაცხადით გათვალისწინებული თანხის ინვესტირება, უნდა იყოს პროგრამის მონაწილეობის მსურველის პირად საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს. იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში“);

უძრავ ქონებას  არ უნდა ედოს ყადაღა;

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული სხვა რომელიმე პროგრამის მონაწილე, მას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული პროგრამის პირობები;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველის თანამონაწილეობა შესაძლებელია იყოს, როგორც საკუთარი ფულადი სახსრები, ასევე საფინანსო ორგანიზაციიდან მიღებული სესხი;

პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია პროგრამაში მონაწილეობის მსურველის თანამონაწილეობის წყარო იყოს სხვა პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული გრანტი/თანადაფინანსება.

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...