პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

სააგენტოს თანადაფინანსების მიღების პროცედურა

  • მსურველი შეარჩევს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია.
  • იმ შემთხვევაში თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სხვის ან სახელმწიფოს კუთვნილებაშია, იგი მიმართავს შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს (ანასეული)“ (მიმართვის ფორმ). წარუდგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას (ამონაწერი/ები საჯარო რეესტრიდან) და აგროტექნოლოგიურ გეგმას.
  • პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს შესაბამის ცნობას.
  • პოტენციური მონაწილე შეარჩევს სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც გაეცნობა პლანტაციის მდგომარეობას და შეადგენს სარეაბილიტაციოსამუშაოების ხარჯთაღრიცხვას.
  • პოტენციური მონაწილე ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას და წარმოადგენს სააგენტოში თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად: წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
  • სააგენტო განიხილავს პოტენციური მონაწილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომლის პროგრამის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, განსაზღვრავს ვალდებულებებს, პოტენციურ მონაწილესთან ერთად შეადგენს სააგენტოს თანადაფინანსების სტრუქტურირების დოკუმენტს და გააფორმებს მონაწილის თანადაფინანსების ან პირობითი თანადაფინანსების ხელშეკრულებას.

შენიშვნა - პირობითი ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე გეგმავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარით მიღებას. პირობა შესრულებულად ითვლება იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.

მიწის ნაკვეთის იჯარით მიღების პროცედურა

  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველი თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულებითა და კომერციული ბანკის მიერ გაცემული, სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტიით მიმართავს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე;
  • სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო" განიხილავს განაცხადს და გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში, განკარგულების პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
  • სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო" მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მსურველს უფორმებს იჯარის ხელშეკრულებას პროგრამით დადგენილი პირობებით.
  • საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება იჯარის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება.  

წარმატების ისტორიები