პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღების თაობაზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება



პროგრამის შესახებ

თუ ხართ ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში და გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

  •  პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ შემდეგი მიმართულებების დაფინანსებას:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსებას;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ის მიერ სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება:

უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობა - არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება.

*შენიშვნა:  პოტენციურ ბენეფიციართან სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული უნდა იყოს თანადაფინანსების ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პროექტის მიზნობრიობაა: უცხოელი კონსულტანტის მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის დაფინანსება ან/და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

 

სიახლეები

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი  დანერგა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე...