საერთაშორისო გამოფენა - Paris International Agricultural Show (SIA) 2027
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათიდან 2026 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით |
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში |
2027 წლის 27 თებერვალიდან 7 მარტის ჩათვლით ქალაქ პარიზში, საფრანგეთში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა "Paris International Agricultural Show (SIA) 2027“.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 1,100-ზე მეტი გამომფენი კომპანია 28 ქვეყნიდან. "Paris International Agricultural Show (SIA) 2027" წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ან/და რეალიზაციას უწევენ საკვებ, სასმელ ან გამოფენის შინაარსის შესაბამის სხვა პროდუქციას.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://exposants.salon-agriculture.com/en/exhibiting/exhibition-sectors
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
