საერთაშორისო გამოფენა - Green Week 2027
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით |
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში |
2027 წლის 15-24 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა "Green Week 2027“.
Green Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში. მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 10 დღის განმავლობაში.
2026 წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 1,600-ზე მეტი კომპანია 60-მდე ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას დაახლოებით 350,000 ვიზიტორი სტუმრობდა.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.gruenewoche.de/en
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას ასევე მოვაჭრე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ გადამუშავებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზაციას.
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
