პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ამ ეტაპზე განაცხადების მიღება შეჩერებულია

განაცხადების მიღება განახლდება 2024 წლის 6 აგვისტოს, 12 საათზე

გაცნობებთ რომ ყველა ის განაცხადი, რომელიც სააგენტოში გამოგზავნილი არ არის, სააგენტოს მიერ იქნება წაშლილი, ახალი განაცხადის დამატება კი შესაძლებელი იქნება 2024 წლის 6 აგვისტოს 12 საათის შემდეგ


განაცხადების მიღება მოხდება წინა განაცხადების მიღების შემდეგ გამოთავისუფლებული ბიუჯეტის შესაბამისად, შემდეგი სახით:

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ყველა მიმართულებაზე შემდეგ 6 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი  განაცხადების ჯამური ლიმიტი იქნება არაუმეტეს  1,600,000  ლარი.

ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით (სერვის პროვაიდერი)  განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

რძის პირველადი წარმოების (ფერმის მოწყობის) მიმართულებით შემდეგ რეგიონებზე: აჭარის არ, გურია, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი განაცხადების მაქსიმალური ჯამური ლიმიტი იქნება არაუმეტეს 800,000 ლარი.

სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული რეგიონებიდან მისაღები განაცხადების  ჯამური თანხობრივი ლიმიტი  განსაზღვრულია 1,600,000 ლარის ოდენობით


პროგრამის და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია წერილობით დააფიქსიროს აზრი და მოათავსოს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში განთავსებულ პროგრამის ყუთებში.

პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.

 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

 

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა. 

 

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
  • განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:  ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები

 

IFAD-ის ანტიკორუფციული ცხელი ხაზი:

აუდიტისა და ზედამხედველობის ოფისი (AUO)
საგამოძიებო განყოფილება (IS)
Via Paolo di Dono 44
00142 რომი, იტალია
ელ. ფოსტა: anticorruption@ifad.org
ტელეფონი: +39 0654592888
ფაქსი: +39 0654597888

IFAD-ის ეთიკის ცხელი ხაზი:

ეთიკის ოფისი (ETH)
Via Paolo di Dono 44
00142 რომი, იტალია
ელ. ფოსტა: ethicsoffice@ifad.org 
ტელეფონი: +39 06 5459 2525 
https://www.ifad.org/en/ethics




სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...