რძის გადამამუშავებელი საწარმო - ახალი მესხეთი

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის პროდუქტების საწარმო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, - „ახალი მესხეთი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმო დღეში 12 ტონამდე ადგილობრივ ნატურალურ რძეს იბარებს გადასამუშავებლად და ევროპული სტანდარტების მიხედვით უშვებს ყველის პროდუქციას, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, სუპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს შემქმნელები, სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებასაც გეგმავენ.

საწარმოს პირველადი ინვესტიცია 120 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60 000 აშშ დოლარი „ახალმა მესხეთმა“ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიიღო. 2015 წელს კი, ბენეფიციარმა, დამატებით 140 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო, რითაც საწარმოო სიმძლავრეები გააფართოვა.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა
შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, კომპანიამ რძის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ააშენა

შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, კომპანიამ რძის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ააშენა

შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, კომპანიამ "თეთრი ფერმა" თანამედროვე...