წარმატების ისტორია შპს ალგოთი

პროფესიით მშენებელი გიორგი ღარიბაშვილი, წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდან გახლავთ. მან ცხოვრების დიდი ნაწილი სამშენებლო საქმიანობას დაუთმო. 59 წლის ასაკში კი მყარი გადაწყვეტილება მიიღო რადიკალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება, მამა-პაპისეულ ადგილს დაუბრუნდა და სოფელ საღარაშენში, მდინარის პირას ნაკვეთები შეიძინა. ააშენა სახლი და თავის ოჯახთან ერთად დასახლდა. საკალმახის იდეასაც სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი. გიორგი ღარიბაშვილის განცხადებით შპს ალგოთის დაფუძნებაც სწორედ იმან გადააწყვეტინა, რომ დაიღალა სამშენებლო საქმიანობით და უნდოდა საკუთარი საქმის დაწყება.

58 წლის ასაკში იგი რადიკალურად სხვა სფეროში გადაერთო და მოსინჯა თავის ძალები. ამიტომ საფუძვლიანად ეცნობოდა ინფორმაციას და საკალმახის მოწყობის სპეციფიკას. თავდაპირველად შეძენილ ნაკვეთზე მოაწყო სალიფსიტე - სადაც ლიფსიტები გამოყავდა, ამავე დროს მეგობრებისგან შეიტყო შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ და გადაწყვიტა პროგრამაში ჩართულიყო. აღებული დაფინანსებით, შექმნა საკალმახე მეურნეობა. ახლა უკვე განაყოფიერებული ქვირითი შემოაქვს, რომელიც ინკუბაციის პერიოდს საკალმახეში გადის. 9 თვის გასვლის შემდეგ, ზრდასრული კალმახი საქართველოში მდებარე მაღაზიების დახლებზე ხვდება.

ძალიან უყვარს თავის კალმახზე საუბარი. მისი გნაცხადებით მდინარის წყალი ისეთი ცივი და სუფთაა, ამ ტემპერატურაზე მხოლოდ კალმახი მრავლდება და ამიტომ სხვა ჯიშის თევზებს ის არ ამრავლებს . შპს „ალგოთის“ საკალმახე მეურნეობაში ნახავთ ტრადიციულ ქართულ კალმახს, ასევე ე.წ. ოქროსფერ კალმახს და კალმახის კიდევ მრავალს სახეობას.

გიორგი ღარიბაშვილის განამარტებით: „სუფთა ჰაერი , მთის კამკამა მდინარე, ბუნებრივ და ორგანულ პირობებთან ახლოს მყოფი საკალმახე განაპირობებს თევზის გემოს ფორმირებას“.

ორი ვაჟის მამა და 4 შვილიშვილის ბაბუა, იმედიანად შეჰყურებს თავისი შვილების და შვილიშვილების მომავალს. სიხარულით აღნიშნავს, რომ ოჯახურ ბიზნესში ერთი ვაჟი უკვე ჩართულია და იმედოვნებს რომ სხვებიც მის გზას გააგრძელებენ.

სოფელ საღარაშენში მოქმედი თანამედროვე საკალმახე მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები, დასაქმებული ხალხი და მომხმარებლამდე მიტანილი ხარისხიანი პროდუქტი - ეს გახლავთ გიორგი ღარიბაშვილის მთავარი მონაპოვარი.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა
შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, კომპანიამ რძის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ააშენა

შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, კომპანიამ რძის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ააშენა

შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, კომპანიამ "თეთრი ფერმა" თანამედროვე...