საერთაშორისო გამოფენა - Fruit Logistica 2027

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 ივლისის  12:00 საათიდან 2026  წლის 24 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით



2027 წლის  3 – 5 თებერვალს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაიმართება  საერთაშორისო გამოფენა "Fruit Logistica“.

ყოველწლიურად გამოფენაში მონაწილეობას იღებს  2,500-ზე მეტი კომპანია 80-ზე მეტი ქვეყნიდან. Fruit Logistica წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით. 

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ ხილის, ბოსტნეულის, კაკლოვანი კულტურების, სუნელებისა და სხვა, გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები.  

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.fruitlogistica.com/en/about-us/fresh-produce/

ამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

  • წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
  • წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
  • არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
  • არ უნდა გქონდეთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).

შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:

ინდიკატორი ქულა
1.      საწარმოს გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა  
1.1    საწარმო (0 ლარიდან - 500,000 ლარამდე) 1
1.2   საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) 2
1.3   საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე)  1.5
1.4   საწარმო (20,000 000 ლარიდან  და მეტი) 0.5
2.      აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერტიფიკატი ან/და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი
2.5
3.     სააგენტოში განაცხადის წარმოდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში  აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული  2

 

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და ატვირთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორივე მხარის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.5 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული გამოფენის ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ დადებითი/დამტკიცებული განაცხადების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდება, მოცემულ გამოფენაში სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პოტენციური ბენეფიციარების  რაოდენობაზე,  მონაწილოების უფლება მიეცემათ ისეთ კომპანიებსაც, რომლებმაც პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარმოადგინეს სრულად, მაგრამ ვერ დააგროვეს  პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური ქულები.

განაცხადების შერჩევისას  პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებმაც დააგროვეს მაქსიმალური ქულა, ხოლო თუ განაცხადებს აქვთ თანაბარი ქულა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სააგენტოში განაცხადის შემოსვლის თარიღი. 

პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. 

შენიშვნა: გამოფენის სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს განსაზღვრული წონის ნიმუშების ტრანსპორტირებას. აღნიშნული პირობებისა და დასაშვები რაოდენობების შესახებ მონაწილეები ინფორმირებულნი იქნებიან შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ. ამასთანავე, სააგენტო არ უზრუნველყოფს მალფუჭებადი პროდუქციის ნიმუშების, მათ შორის ახალი ხილისა და ხორცპროდუქტების ტრანსპორტირებას.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა