საერთაშორისო გამოფენა - Fruit Logistica 2024

განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში დასრულებულია

2024 წლის 7 - 9 თებერვალს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გაიმართება „ Fruit Logistica“ საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 2,600-ზე მეტი კომპანია 140 ქვეყნიდან. Fruit Logistica წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით. 

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ მოცემულ ბმულზე ჩამოთვილი პროდუქციის მწარმოებლებს: https://www.fruitlogistica.com/en/about-us/fresh-produce/ 

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

  • გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 და არაუმეტეს 20,000,000 ლარს;
  • წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
  • წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
  • არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
  • არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.

შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:

ინდიკატორი ქულა
1.       საწარმოს კატეგორია   
1.1   მცირე საწარმო (50,000 ლარიდან - 500,000 ლარამდე) 0.5
1.2   საშუალო საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) 1.5
1.3   დიდი საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე) 1
2.       აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი 2.5
3. არის შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების  მიღების/დანერგვის პროცესში 0.5
4.       აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული  2

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება. 

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; 
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).
  • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის წინა წლის ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი (2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით); 
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების მიღების/დანერგვის პროცესში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. 

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. 

იმ შემთხვევაში, თუ  დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. 

გისურვებთ წარმატებას!

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა