პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

თანადაფინანსების მიღების ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა

ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, უნდა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმას, ატვირთოთ თანმდევი დოკუმენტები და გააგზავნოთ განაცხადი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თანმდევი დოკუმენტებიდან, რომელიმე იქნება გამოტოვებული განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.

სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადსა და დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია არ შეესაბამება პროგრამის პირობებს, განაცხადი იქნება უარყოფილი და ვებგვერდის ან/და ელ. ფოსტის საშუალებით გეცნობებათ უარყოფის მიზეზი. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი განაცხადის შემოტანა და  ყველა საჭირო პროცედურის თავიდან გავლა.

განაცხადების განხილვას სააგენტო განახორციელებს რიგითობით განაცხადის წარმოდგენის თარიღის მიხედვით.

თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია შეესაბამება პროგრამის პირობებს, ბენეფიციართან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, სადაც აღწერილი იქნება ბენეფიციარის და სააგენტოს ვალდებულებები.

ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თარიღში ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

თანადაფინანსების გაცემა

თანადაფინანსების მისაღებად მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სააგენტოს კანცელარიაში/საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში უნდა წარმოადგინოთ თანადაფინანსების ან მისი რომელიმე ტრანშის მოთხოვნის განცხადება და თანმდევი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში თუ, ტრანშის მოთხოვნა არ განხორციელდება აღნიშნულ ვადაში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაუქმდება და ყველა საჭირო პროცედურის გავლა თავიდან იქნება საჭირო.

თანადაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობის დადასტურება

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტის შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინოთ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასთან და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.

გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება

სააგენტო ბენეფიციარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ახდენს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ) გირავნობით დატვირთვას 5 წლის ვადით.

სიახლეები