პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დასრულებულია

თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, სახელმწიფო გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას მეფუტკრეობის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე.

კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა:

  • ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა;
  • თაფლის საწური (ციბრუტი);
  • თაფლის შესანახი ავზი;
  • ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
  • ფიჭის ანათლის ავზი;
  • ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.

სააგენტო უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, ისე თანადაფინანსებით შესყიდული სკების აღრიცხვას/რეგისტრაციას.

ბენეფიციარს, პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები

სიახლეები

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში...