სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ესწრებოდა,  ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა  რისკების  შეფასება და მენეჯმენტი, კორუფციის პრევენციული ღონისძიებები და მონიტორინგი.  აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები. 

ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარებული შეხვედრა სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის, სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ (Paying Agency)  გარდაქმნის პროცესში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა. 

სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს, გარდაიქმნას ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ, რათა ქონდეს წვდომა ევროკავშირში(EU) გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნების წინასწარი დახმარების ინსტრუმენტებზე.  

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...