დანერგე მომავალი

ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 იანვრის 12:00 საათიდან 2025 წლის 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით

ბაღის  გაშენების აგროვადა -  2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით


,,დანერგე მომავალი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულია პროგრამაა. მას სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 80%.

ანადაფინანსებას დაექვემდებარება როგორც ადგილობრივად შეძენილი ნერგები, ისე იმპორტირებული. მავდროულად, თითოეულ ნერგზე, დადგენილია მაქსიმალური თანადაფინანსება.

ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების Მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსება 50%-ია, Მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარი 0.5 ჰექტარზე. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 1,500 ლარზე 0.5 ჰა-ზე.

 

შენიშვნა: არ ფინანსდება-გაუთვალისწინებელი/ სხვა ხარჯები; გეგმიური დაგროვება; ზედნადები ხარჯები

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GEKSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GEKSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...