პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტი - მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისათვის

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა  მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის დაფინანსებისათვის.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს: 

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს – 20,000 ლარიდან 75,000 ლარამდე სესხების შემთხვევაში; 
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს; 
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). 

ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 20,000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 250,000 ლარს.

იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ქვეკომპონენტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს. ამასთანავე, მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება მიზნობრიობის განხორციელება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანამესაკუთრის (თანამესაკუთრეების) თანხმობა სესხის თანადაფინანსების ვადის  განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის თანადაფინანსების ვადაზე ნაკლები). 

ბენეფიციარი ვალდებულია:

  • მოაწყოს არაუმეტეს 25 მეწველი ფურისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ასევე ფერმის კრიტერიუმების დაკმაყოფილება (იხილეთ ბმული);
  • უზრუნველყოს ფერმის აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა და შესაბამისი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • უზრუნველყოს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის, წარმოების ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • უზრუნველყოს წყლის/ელექტროენერგიის მუდმივი ხელმისაწვდომობა;
  • მოქმედი ფერმის შემთხვევაში, უზრუნველყოს განაცხადის წარდგენის დროს მოქმედი ფერმა დარეგისტრირებული იყოს ბიზნეს ოპერატორად და კუთვნილი მსხვილფეხა ცხოველები დარეგისტრირებული იყოს საქართველოს ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).

სესხის ოდენობა ერთ სულზე გადაანგარიშებით შეადგენს არაუმეტეს 10,000  ლარს;

ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხისა) თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა (სესხის თანხით განხორციელებული ნებიესმიერი შესყიდვა  (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით) და სესხის მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 7 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს თანადაფინანსებას, ხოლო 12 თვის გასვლის შემდეგ სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინანსება. 

ომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე სააგენტო უფლებამოსილია, განიხილოს ზემოთ განსაზღვრული ვადების ცვლილების საკითხი.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხ(ებ)ი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: 

  • შენობა-ნაგებობის (სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობის/დანადგარების დაფინანსებისთვის;
  • ფერმის აშენება/რეკონსტრუქცია;
  • რძის წარმოება/პირველადი გადამუშავება (მხოლოდ გაციება);  
  • საკვების შესანახი შენობა-ნაგებობა;
  • მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის წყლის უზრუნველყოფა.
  • მსხივლფეხა პირუტყვის ფერმის ფუნქციონირებისათვის საჭირო შიდა ტერიტორიის  ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსება;

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია, იყოს ფიქსირებული ან მცურავი: 

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს 18%-ისა 
150,001 ლარიდან 250,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს 17%-ისა

მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა
150,001 ლარიდან 250,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა

სააგენტოს მონაწილეობა: 

სააგენტოს მიერ არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 50 თვის განმავლობაში. 

კომპონენტის მიზნობრივი არეალი: საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

 

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...

წარმატების ისტორიები