პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებით, განაცხადების მიღება დასრულდა. 

 

პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს მიმართულებით განაცხადის წარმოდგენა დასრულდა.

თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და დაინტერესებული ხართ მერძევეობის მიმართულებით, სახელმწიფო საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის გზით გამოვლენილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის რძის გადამამუშავებელი საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ად გადაცემას.  პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, რძის გადამამუშავებელი საწარმოს კომპონენტი

ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი

პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.

პროგრამის მიზანი

  • მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა; 
  • რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; 
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება; 
  • სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა. 

პროგრამის განმახორციელებელი

  • პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
  • პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო

საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიახლეები

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების...
ქვეყნის აგროსაინვესტიციო შესაძლებლობები საპატიო კონსულებს სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორმა გააცნო

ქვეყნის აგროსაინვესტიციო შესაძლებლობები საპატიო კონსულებს სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორმა გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში...