სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა, ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა
მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის დ_სნეილლენდი ლოკოკინის ფერმა გასულ წელს ამოქმედდა, ფერმის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 400,000 ლარზე მეტი განხორციელდა, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი 260,000 ლარია. ფერმაში 6 ადამიანია დასაქმებული.