კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 200-ზე მეტ თანამშრომელს კომუნიკაციის უნარების  საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

ტრენინგების მიზანია მეტად ეფექტიანი და მოქნილი გახადოს სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მონაწილე და პოტენციურ ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სისტემა და გააუმჯობესოს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხი.

ორდღიანი ტრენინგები მოიცავდა  ციფრული კომუნიკაციის,  სამიზნე სეგმენტის მობილიზებისა და  მომსახურების სტანდარტების საკითხებს.  

აღსანიშნავია, რომ რეგიონული სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში კომუნიკაციის გამართული სისტემა ხელ შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობისა და ქალების ჩართულობის ზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებში.

სწავლება  „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP)  მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ხორციელდება  Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი)  Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაიზარდოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების მედეგობა, ფინანსებზე და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...