სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე მსჯელობენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს.

სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების ინფორმირებულობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია. სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია მეწარმეებისა და ფერმერების ინფორმირება. - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...