სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა წარუდგინეს

საპილოტე პროგრამა, რომელიც ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება, ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ქალ ფერმერებს საშუალებას მიეცემათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ/მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% ( მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.  პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყო. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი ესწრებოდნენ. 

„გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შევქმენით პროგრამა მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისთვის. პროგრამის ფარგლებში, მცირემიწიან ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოაწყონ სასათბურე მეურნეობა და დაეუფლონ იმ აგროტექნოლოგიურ უნარებს, მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მოახდინონ მათი რეალიზაცია და გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამთავრობო პარტნიორებს, ასევე, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციას დიდი იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ფერმერ ქალებს, რადგან პროგრამა მათი გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა”, -  განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელის მოადგილემ, თამარ საბედაშვილმა.

საპილოტე პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდას, სააგენტოს პროგრამებში მათ ჩართულობას, სპეციალური ინიციატივების შემუშავებას და, შედეგად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშორმლობა  გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...