საერთაშორისო გამოფენა - Fruit Attraction 2025

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2025 წლის 13 თებერვლის 12:00 საათიდან 27 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით 

2025 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდში, ესპანეთის დედაქალაქში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction 2025.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ მოცემულ ბმულზე ჩამოთვლილი პროდუქციის მწარმოებლები: https://www.ifema.es/en/fruit-attraction/areas/fresh-produce

Fruit Attraction არის ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა. იგი აერთიანებს დარგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და ათასობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები, გააფართოონ ბაზრები და წარადგინონ თავიანთი პროდუქცია გლობალურ აუდიტორიას.

2024 წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 2,000-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია 59 ქვეყნიდან. გამოფენას 117,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...