სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა კახეთის რეგიონული სამსახურის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახური 8 საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს აერთიანებს. 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მოადგილეებთან გიორგი ავალიანთან და გიორგი მაზიაშვილთან ერთად,  კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

სააგენტოს დირექტორმა კახეთის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა. მან ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონული სამსახურისა და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ.  

ზურაბ გოზალიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოსთვის რეგიონული სამსახურების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

სააგენტოს დირექტორმა გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ოფისი დაათვალიერა  და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო...