საერთაშორისო გამოფენა - The Saudi Food Show 2026
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 16 იანვრის 12:00 საათიდან 30 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით |
2026 წლის 15 - 17 ივნისს ქალაქ რიადში, საუდის არაბეთში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა „The Saudi Food Show 2026“.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 1,300-ზე მეტი კომპანია 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ვიზიტორების რაოდენობამ კი 43,000-ს გადააჭარბა.
საუდის არაბეთის ერთ - ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკვები და სასმელი პროდუქცია.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (გარდა ალკოჰოლური სასმელების, ღორის ხორცისა და ღორის ხორცპროდუქტების) მწარმოებელი კომპანიები.
დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ იხილეთ ბმულზე.