საერთაშორისო გამოფენა - Green Week 2025

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2024 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან 6 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით

2025 წლის 17 - 26 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართება Green Week 2025 საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,400-ზე მეტი კომპანია 55 ქვეყნიდანGreen Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში. მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ათი დღის განმავლობაში.

გამოფენის ფარგლებში, ასევე ტარდება გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი (GFFA), რომელიც ორგანიზებულია გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ. GFFA არის წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ძირითად საკითხებზე. 

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას. 

დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესარჩევ კონსკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...