2023 წელს, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ფერმერებისათვის მოსავლის ამღები ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა მეტად ხელმისაწვდომი გახდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში 15.7%-ით გაიზარდა. გაზრდილ ბიუჯეტი შეეხება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამასაც. 

ბოლო წლებში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, ათი ათასობით ჰექტარზე  თანამედროვე მრავალწლოვანი  ბაღები გაშენდა; ხელი შეეწყო ერთწლოვანი კულტურების მოყვანას; წლიდან წლამდე, ბაღები შედის მსხმოიარობაში, მზარდია  მოთხოვნა მოსავლის ამღებ ტექნიკაზე,  მათ შორის, კომბაინებზე, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული ტექნიკაა. მიღებული მოსავლის აგროვადებში აღება-დაბინავების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია, ფერმერებისთვის გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა როგორც მრავალწლოვანი, ასევე ერთწლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის მიმართულებით. 

2020-2021 წლებში, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ 13,102,926 ლარი შეადგინა.  

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო...