სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარმა კომპანიებმა საერთაშორისო აგროგამოფენაში „Agriteq 2023“ მიიღეს მონაწილეობა

სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარმა კომპანიებმა საერთაშორისო აგროგამოფენაში „Agriteq 2023“ მიიღეს მონაწილეობა. 

კატარის დედაქალაქ დოჰაში, ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა „Agriteq 2023“ 15 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ ქართული კაკლის, მოცვის, წყლის, მშრალი და სუბლიმირებული ხილის, შეციებული ცხვრის ხორცის, თაფლის, ორგანული წვენების მწარმოებელი კომპანიები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს სტენდთან ოფიციალურ პირებს უმასპინძლა.   

გამოფენის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლები ადგილობრივი  კომპანიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა ახალი საქმიანი ურთიერთობების შესაძლებლობების საკითხები განიხილეს. 

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული აგროპროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციას და ექსპორტის ზრდას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...