საერთაშორისო გამოფენის „FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში, ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტ ქეისი კრინქუისტთან  და ვიცე-პრეზიდენტ კევინ ჰამილტონთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და  მოცვის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  საუბარი შეეხო ინფორმაციის გაცვლას დარგში არსებული სიახლეების, მათ შორის, წარმოების პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით. 

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“  8  ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...