სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგები „საველე მონიტორინგი - ადგილზე შემოწმება და კონტროლი“ ჩაუტარდათ

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართული 3 დღიანი ტრენინგი  ჩრდილოეთ მაკედონიიდან მოწვეულმა ექსპერტმა ვანგელ ნანევესკიმ ადგილობრივ  კონსულტანტ ალექსანდრე ქავთარაძესთან ერთად ჩაატარა. 

სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს  EU IPARD მოთხოვნების შესაბამისად,  ბენეფიციართა შემოწმებისა და კონტროლის  პროცესის წარმართვის  შესახებ.  

ტრენინგის ფარგლებში ასევე განიხილეს საველე მონიტორინგის წარმოების არსებული პრაქტიკის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, მოახდინეს შესაძლებლობების შეფასება, თანხვედრისა და განსხვავებების იდენტიფიცირება. 

EU IPARD (ევროკავშირში(EU) გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნების  წინასწარი დახმარების ინსტრუმენტი.)  მოთხოვნების,  შესაბამისი სისტემის შესახებ ტრენინგი   სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის, სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ (Paying Agency)  გარდაქმნის პროცესში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო...