სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდბერიზ“, „გოლდენ ფარმსი“, „ნამიანი“, „აგროველი“, „ქისტოუნაგრო“, „ესერტე“, „პაპრიკა“  სტენდები. 

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  ანი აბულაძე  დაესწრნენ. 

ქართულ პავილიონს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროს გენერალური დირექტორი ორენ ლავი სტუმრობდა.  

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა, გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურეს. კომპანიის წარმომადგენლებმა, სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართეს. 

„FRUIT LOGISTICA“ მსოფლიოში აგროსასურსათო მიმართულების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...