საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე გაიმართა

შეხვედრაზე განიხილეს  ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები და საგარეო უწყების მიერ ქართული ექსპორტის მხარდაჭერის გზები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაციების,  სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის  სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი 30-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები. 

სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.  

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც  განიხილეს ქართული  მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებები და იმსჯელეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიათა წინაშე მდგარ  გამოწვევებზე.  შეხვედრაზე ასევე შედგა ამ კომპანიების საექსპორტო პროდუქციის პრეზენტაცია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...