პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 30 სექტემბრის 12:00 საათიდან


თუ ხართ დაკავებული მეფუტკრეობით, შესაძლებლობა გაქვთ მეურნეობის გაფართოებისათვის მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

„მეფუტკრეობის  მხარდაჭერის პროგრამის“ მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაცია და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის  ხელშეწყობა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესება.


პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


საქართველოს მთავრობის დადგენილება