პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 11 ოქტომბრის 12:00 საათიდან


თუ გაქვთ ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი და ხართ დაინტერესებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

პროგრამის მიზანია წყლით უზრუნველყოფილ არეალებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი გარემოს შექმნა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად ეფექტური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა, ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა, ასევე იმ პროცესების მართვის გაუმჯობესება, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის  განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში უკვე რეაბილიტირებული ზედა რუს სარწყავი სისტემითა და ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის G1-G32 გამანაწილებლებით წყალუზრუნველყოფილ სამიზნე არეალებში.     

საქართველოს მთავრობის დადგენილება