სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. 

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდა  ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე, შემნახველი საწარმოები.

ამასთანავე, დაფინანსდა მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი საწარმოები.

პროგრამა ითვალისწინებდა შემნახველი საწარმოსათვის, მხოლოდ ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების) შეძენის/შექმნის თანადაფინანსებას.

პროგრამა განხორციელდა 2022 წელს. პროგრამის ფარგლებში 9 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 9 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 5,435,866 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 4,050,000 ლარი.