ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს.
სააგენტოს მისია:
- საჭირო რესურსების ყველაზე ეფექტურად და სწორად მიწოდებით, ფერმერთა და სოფლად მაცხოვრებელთა კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა
ძირითადი ფუნქციები:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამების/პროექტების დაგეგმვა და მართვა
- დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მართვა.