სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.

ბენეფიციარ(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ჯამურად გააჩნნდა 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა, ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით  განესაზღვრა 300 ლარით (ქულით).

ბენეფიციარ(ებ)მა, რომელსაც მიწის ნაკვეთები გააჩნდა, როგორც  საკუთრებაში  ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხა მიიღო ცალ-ცალკე; ხოლო, თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე.

პროგრამის მონაცემები იხილეთ აქ.