პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განაცხადები სრულად შეივსო ყველა რეგიონში. განაცხადების მიღება დასრულებულია. 

ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტის შემთხვევაში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება  საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

„ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის“ (არაუმეტეს 100 კვადრატული მეტრის სათბურის მოწყობა) მიზნობრიობის შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.

მზის ელექტრო სადგურის მოწყობა  შესაძლებელია მხოლოდ რძის პირველადი წარმოების (ფერმის მოწყობის) მიმართულებით, იმ შემთხვევაში თუ მზის ელექტრო სადგურის მოწყობის ღირებულება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50% იქნება.


პროგრამის და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია წერილობით დააფიქსიროს აზრი და მოათავსოს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში განთავსებულ პროგრამის ყუთებში.

პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.

 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

 

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა. 

 

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
  • განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:  ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...