2024 წლის განმავლობაში კონსულტაცია ჯამში აგროსაქმიანობით დაინტერესებულ 10,000-ზე მეტ ქალს გაეწია

სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება. 

მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი აგრარულ სფეროში ფერმერთა ცოდნის ამაღლება და საკონსულტაციო მომსახურების გაწევაა, როგორც დარგობრივი მიმართულებით, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებთან და პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების კუთხით.  

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გენდერული სტრატეგიის  ერთ-ერთ ძირითად მიზანს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტურობის უზრუნველყოფა, კერძოდ, რეგიონული ექსტენციის ცენტრების გაძლიერება წარმოადგენს.  2024 წლის განმავლობაში, სააგენტოს  რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების თანამშრომელთა მიერ საოფისე, საველე და დისტანციურ  პიროებებში კონსულტაცია გაეწია, ჯამში აგროსაქმიანობით დაინტერესებულ 10,000-ზე მეტ ქალს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  რომელსაც...
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...